Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა შეხვედრა


ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ბრიტანეთის პრემიერს ტონი ბლერს შორის.

ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და ბრიტანეთის პრემიერს ტონი ბლერს შორის.
მათი საუბრის თემა ომის შემგომი ერაყი იყო. ბუშმა თქვა, რომ გაერო ჩართულ იქნება ერაყისთვის დახმარების გაწევასა და ერაყის გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში. მის თქმით, გაერო "ცხოველ როლს" ითამაშებს ერაყში. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ გაეროს ცენტალური როლი უნდა მიენიჭოს ერაყში, რადგან მას ამისი გამოცდილებაც აქვს და უფლებაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გაეროს მოუწოდა მთავარი როლი ითამაშოს ომის შემდგომი ერაყის აღდგენაში.
აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა დღეს თქვა, რომ ერაყელმა ემიგრანტებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელდოვანი როლი ერაყის გარდამავალ მთავრობაში.
XS
SM
MD
LG