Accessibility links

logo-print

კოალიციის ჯარებმა ბაღდადის ცენტრი დაიკავეს.


კოალიციის ჯარებმა ბაღდადის ცენტრი დაიკავეს. შეერთებული შტატების მე-3 ქვეითი დივიზიის მეთაურის, ბაფორდ ბლაუნტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დამთავრებამდე დღეები რჩება.

კოალიციის ჯარებმა ბაღდადის ცენტრი დაიკავეს. შეერთებული შტატების მე-3 ქვეითი დივიზიის მეთაურის, ბაფორდ ბლაუნტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დამთავრებამდე დღეები რჩება.
მისი სიტყვებით, ბაღდადში აღარ არსებობს მთავრობა. ბაღდადის ცენტრში ერაყელმა ხალხმა შეერთებული შტატების ჯავშნიანი მანქანის დახმარებით ჩამოაგდო სადამ ჰუსეინის ექვსმეტრიანი ძეგლი. საზღვაო ქვეითი ნაწილების ტანკები ბაღდადის ცენტრში შევიდნენ. მოსახელობა მათ სიხარულით შეეგება. ბრიგადის გენერლის, ვინსენტ ბრუკსის თქმითთ, დღეს კოალიციის ჯარები ერაყის რეჟიმის მომხრეებს ებრძოდნენ ჩრდილო ერაყში, მათ შორის სადამის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში. ქურთების შეიარაღებულმა შენაერთებმა და შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ჯარებმა დღეს სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციები დაიკავეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
XS
SM
MD
LG