Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მიმდინარე მოვლენებს ფართოდ ეხმაურებიან


ერაყში მიმდინარე მოვლენებს ფართოდ ეხმაურებიან მთელ მსოფლიოში.

ერაყში მიმდინარე მოვლენებს ფართოდ ეხმაურებიან მთელ მსოფლიოში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის თქმით, ჯერ ნაადრევია ერაყში გამარჯვების გამოცხადება. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ არის წინააღმდეგობა სადამის მომხრეთა ნაწილის მხრიდან. გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელიც ომის მოწინააღმდეგეა, დადებითად გამოეხმაურა, მისი სიტყვებით, იმ სასიკეთო ნიშნებს, რომ ერაყში ომი დასასრულს უახლოვდება. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ერაყელ ხალხს მოუწოდა, ქვეყნის მართვა ხელში აიღოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს სტაბილურობის აღდგენა. დღეს მოსკოვში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა შეერთებული შტატების საელჩოს წინ ერაყში მიმდინარე ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG