Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ხელს შეუწყობს ერაყის საკითხზე


ბრიტანეთი ხელს შეუწყობს ერაყის საკითხზე დისკუსიებში სირიისა და ირანის მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ დღეს პარლამენტში განაცხადა,

ბრიტანეთი ხელს შეუწყობს ერაყის საკითხზე დისკუსიებში სირიისა და ირანის მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ დღეს პარლამენტში განაცხადა,
რომ ამ ორ ქვეყანას ეძლევა შანსი, მონაწილეობა მიიღოს ახალი ერაყის აშენებაში. სტროუ მომავალ კვირაში ესტუმრება სპარსეთის ყურის რეგიონს. მის კომენტარს სირიისა და ირანის შესახებ წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადება, რომელიც გაზეთმა "ლოს ანჯელეს ტაიმსმა" დაბეჭდა, რომ სირიისა და ირანის გაფრთხილება ერაყის შესაძლო დახმარების გამო, არ უნდა იქნეს მიჩნეული ომით მუქარად. ეს გაფრთხილება გუშინ გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომლის თქმით, სირია და ირანი გარკვეულ დახმარებას უწევდნენ ერაყის რეჟიმის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG