Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა პალესტინელმა თავდასხმა განახორციელა მდინარე


ორმა პალესტინელმა თავდასხმა განახორციელა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე

ორმა პალესტინელმა თავდასხმა განახორციელა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე
და მოკლა ისრაელის ორი ჯარისკაცი, ვიდრე საპასუხო ცეცხლით ორივე მოიერიშეს მოკლავდნენ. ცნობების თანახმად, დაჭრილია სულ ცოტა 9 ჯარისკაცი. თავდასხმის პასუხისმგებლობა ორმა დაჯგუფებამ: "პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა" და "ალ-აქსას წამებულთა ბრიგადამ" იკისრა. პალესტინური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის შვეულმფრენიდან მოკლეს სულ ცოტა ერთი პალესტინელი, მისი მანქანისთივს ცეცხლის დაშენის შედეგად. იუწყებიან ასევე, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი დაუშინეს ავტომანქანას, რომელშიც "ალ-აქსას" 4 ექსტრემისტი იჯდა. დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი ექსტრემისტი, დაიჭრა აგრეთვე ერთი გამვლელი.
XS
SM
MD
LG