Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარები იერიშს ახორციელებენ


აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარები იერიშს ახორციელებენ ერაყელების პოზიციებზე დასავლეთი ერაყის ქალაქ ალ-ყაიმში.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარები იერიშს ახორციელებენ ერაყელების პოზიციებზე დასავლეთი ერაყის ქალაქ ალ-ყაიმში.
ამერიკელი ბრიგადის გენერალი ვინსენტ ბრუკსი არ გამორიცხავს, რომ ერაყის ჯარებს შეეძლოთ რაკეტების დაშენა საუდის არაბეთისა და იორდანიის ტერიტორიებზე. გენერლის თქმით: [ბრუკსის ხმა] "გრძელდებოდა საგანგებო ოპერაციები ქალაქ ალ ყაიმში. ის მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას - გზაზე, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს სირიას და ერაყს. გარდა ამისა, ეს ადგილი იძლევა საშუალებას, მის ბალისტიკური რაკეტების გასასროლად გამოყენებისთვის." სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორ ვიქტორ რენუარტის განმარტებით, ალ-ყაიმიდან, რომელიც სირიის საზღვარზე მდებარეობს, სპარსეთის ყურის წინა ომის დროს მიწა-მიწა ტიპის ყველაზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი. მისივე თქმით, კოალიციის ჯარებს სურთ იმის უზრუნველყოფა, რომ ამ რეგიონიდან რაკეტები აღარ იქნეს გასროლილი.
XS
SM
MD
LG