Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ტელესადგურიდან მიმართა


აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ტელესადგურიდან მიმართა ერაყელებს, და მათ "მალე გათავისუფლება" აღუთქვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ტელესადგურიდან მიმართა ერაყელებს, და მათ "მალე გათავისუფლება" აღუთქვა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი დასძინა, რომ კოალიციის ჯარისკაცები არიან "მეგობრები და გამანთავისუფლებლები და არა დამპყრობლები". სატელევიზიო მიმართვა ამერიკული "სი-130 ჰერკულესის" ტიპის საჰაერო ხომალდიდან გადაიცა. აშშ საჰაერო და სახმელეთო გადამცემი მოწყობილობების გამოყენებით კვირაში ხუთდღიან მაუწყებლობას იწყებს - ლაპარაკია დღეში 5-საათიან ტელეპროგრამებზე, რომლებიც აქამდე ერაყის სახელმწიფო ტელეპროგრამებისთვის განკუთვნილ არხებზე გავა. ბაღდადში საინფორმაციო საგენტო ფრანს-პრესის კორესპონდენტების ცნობით, ამერიკელი და ბრიტანელი ლიდერების მიმართვა ერაყელების უმრავლესობამ ვერ ნახა ბაღდადში ენერგეტიკული კრიზისის გამო.
XS
SM
MD
LG