Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის პარლამენტმა ბორისლავ პარავაჩი დაამტკიცა


ბოსნიის პარლამენტმა ბორისლავ პარავაჩი დაამტკიცა ქვეყნის სამწევრიანი პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.

ბოსნიის პარლამენტმა ბორისლავ პარავაჩი დაამტკიცა ქვეყნის სამწევრიანი პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.
პარავიჩი ბოსნიელი სერბების ნაციონალისტური პარტიის "სერბთა დემოკრატიული პარტიის" წევრია. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ მის დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე ამ თანამდებობიდან გადადგა მირკო საროვიჩი ერაყთან იარაღით უკანონო ვაჭრობის გახმაურებით გამოწვეული სკანდალის გამო. პარავაჩის გარდა სამწევრიან პრეზიდიუმში ბოსნიელი მუსლიმანებისა და ხორვატების წარმომადგენლები შედიან.
XS
SM
MD
LG