Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები


ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში შევიდნენ. ამის შესახებ პენტაგონში

ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში შევიდნენ. ამის შესახებ პენტაგონში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გენერალ-მაიორმა სტენლი მეკკრაისტლმა, რომლის თქმით აშშ-ის ჯარებმა "ქურთისტანის პატრიოტული კავშირისა" და "ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის" მეომრებთან ერთად აიღეს ქირქუქი. ამასთან, მეკკრაისტალმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, უკვე აკონტროლებენ თუ არა ქალაქს ამერიკელი და ქურთი მებრძოლები. [მეკკრაისტალის ხმა] "ქირქუქში აშშ-ის ჯარები იმყოფებიან. კონტაქტი გვაქვს ასევე თურქეთის ჯარებთან, როგორც კოალიციის პარტნიორთან". ქირქუქი არის ჩრდილოეთი ერაყის პირველი მსხვილი ქალაქი, რომელზე კონტროლსაც კარგავს სადამ ჰუსეინის რეჟიმი. ქალაქის დაცემამ შეაშფოთა მეზობელი თურქეთი, რომელიც შიშობს, რომ ქურთები დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნიან. საპასუხოდ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ქირქუქზე კონტროლის დამყარებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG