Accessibility links

ქუვეითმა ერაყს 20 ტონა მედიკამენტები


ქუვეითმა ერაყს 20 ტონა მედიკამენტები და ბავშვების საკვები მიაწოდა.

ქუვეითმა ერაყს 20 ტონა მედიკამენტები და ბავშვების საკვები მიაწოდა.
ჰუმანიტარული ტვირთი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ჩაიტანა ბაღდადში. იორდანია საველე საავადმყოფოს, აგრეთვე სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის ერაყში. ერაყისათვის გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების კოორდინატორმა რამირო ლოპეს და სილვამ გამოაცხადა, რომ ორშაბათიდან, ჰუმანიტარულ მისიათა თანამშრომლები ჩრდილოეთ ერაყში იწყებენ დაბრუნებას. ამასობაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაძარცვის გამო, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ბაღდადში - პარალიზებულია, და კვლავ მოუწოდა მოკავშირეთა ძალებს - უზრუნველყონ ერაყში სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დაცვა.
XS
SM
MD
LG