Accessibility links

logo-print

ამერიკის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა ჯარის


ამერიკის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა ჯარის დამატებითი შენაერთები ჩაიყვანოს ერაყში.

ამერიკის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა ჯარის დამატებითი შენაერთები ჩაიყვანოს ერაყში.
როგორც ამერიკის სარდლობის წარმომადგენელმა ფრენკ ტორპმა განაცხადა, მოტომსროლელთა 30-იათასკაციანი დივიზიის წამყვანი ქვედანაყოფები ერაყის ტერიტორიაზეა უკვე. ამერიკის სარდლობის მეორე წარმომადგენელმა ვინსენტ ბრუკსმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში, როგორც ბაღდადში ასევე ქვეყნის სხვა რაიონებშიც, ჯერ არ დასრულებულა. ბრუკსმა აღნიშნა, რომ ახლა, სამხედრო ოპერაციის ყურადღების ცენტრში - სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი თიქრითია, სადაც დამხობილი რეჟიმის ერთგული მებრძოლები განაგრძობენ წინააღმდეგობას. ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადის ქუჩებში პატრულირებენ, რათა ბოლო მოეღოს ქალაქში მასობრივ ძარცვა-გლეჯასა და განუკითხაობას.
XS
SM
MD
LG