Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინის უფროსი მრჩეველი მეცნიერების


სადამ ჰუსეინის უფროსი მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, გენერალი ამერ ალ-საადი, შაბათს ბაღდადში, ამერიკელ სამხედროებს ჩაბარდა.

სადამ ჰუსეინის უფროსი მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, გენერალი ამერ ალ-საადი, შაბათს ბაღდადში, ამერიკელ სამხედროებს ჩაბარდა.
ალ-საადი აშშ-ის მიერ ძებნილ ერაყელ ლიდერთა 55-კაციან სიაშია მოხსენიებული. გენერალი ალ-საადი, თავის გერმანელ მეუღლესთან ერთად ჩაბარდა ამერიკელ სამხედროებს. მან თქვა, რომ არ იცის სადამ ჰუსეინის ადგილსამყოფელი. ომამდე, ამერ ალ-საადი შუამავლის როლს ასრულებდა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიასა და ერაყის მთავრობას შორის. შაბათსვე ბაღდადში, ერაყის პოლიციის პოლკოვნიკი მოჰამად ზაქი ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლებს ეთათბირა. მხარეები შეთანხმდნენ - ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ პატრულირება ბაღდადში, რათა ბოლო მოეღოს ერაყის დედაქალაქში ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
XS
SM
MD
LG