Accessibility links

logo-print

ინტელიგენციისა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის


ინტელიგენციისა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის ასობით აქტივისტმა საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო შაბათს მოსკოვში

ინტელიგენციისა და ადამიანის უფლებათა მოძრაობის ასობით აქტივისტმა საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო შაბათს მოსკოვში
და ჩეჩნეთში ომის შეწყვეტა მოითხოვა. საპროტესტო აქცია რუსეთის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლების, მათ შორის ლია ახეჯაკოვას, ბელა ახმადულინას, ვლადიმირ ვოინოვიჩის, გარი კასპაროვის, ვიქტორ შენდეროვიჩისა და სხვათა ინიციატივით მოეწყო. მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან სამი კვირისთავზე, მკვლელობები, თავდასხმები და მოქალაქეთა წამება ისევ გრძელდება ჩეჩნეთში. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ რუსეთის მთავრობამ შეწყვიტოს ჩეჩნეთში დამსჯელი ზომები, ბარბაროსული "წმენდები", პატიმართა წამება და სიკვდილით დასჯა ყოველგვარი გასამართლებისა თუ გამოძიების გარეშე.
XS
SM
MD
LG