Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელის განცხადებით, ამერიკელების გარშემო


კოლინ პაუელის განცხადებით, ამერიკელების გარშემო შემოკრებილი კოალიცია ერაყში მიაგნებს მასობრივი განადგურების იარაღს.

კოლინ პაუელის განცხადებით, ამერიკელების გარშემო შემოკრებილი კოალიცია ერაყში მიაგნებს მასობრივი განადგურების იარაღს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. [პაუელის ხმა]: "ვიპოვით მასობრივი განადგურების იარაღს. ბოლო სამი კვირაა, ბრძოლებს ვაწარმოებთ და როგორც კი ბრძოლები დამთავრდება, შეგვიძლია ყურადღება გადავიტანოთ მასობრივი განადგურების იარაღის ძებნაზე და ვფიქრობ, მათ იპოვიან". ერაყის ხელში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსებობიდან მომდინარე საფრთხე ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. არადა, კოალიციის ჯარებს აქამდე არ უპოვიათ ასეთი იარაღი. პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ აშშ-ს არავინ შეურჩევია ერაყის მომავალ პრეზიდენტად - ეს, მისივე სიტყვებით, ამერიკის მოსაგვარებელი საკითხი არ არის.
XS
SM
MD
LG