Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთსა და მალტაში ამომრჩევლებმა ამ


უნგრეთსა და მალტაში ამომრჩევლებმა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

უნგრეთსა და მალტაში ამომრჩევლებმა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
უნგრეთში შაბათს გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ელექტორატის 83 პროცენტზე მეტი მიეხმრო ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკომისია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც, ევროკომისიის განცხადებით, "ბოლოს უღებს უნგრეთის ტრაგიკულ ჩამოშორებას დემოკრატიული ერების ევროპული ოჯახისაგან". ეს არის მესამე ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანების სულ 10 კანდიდატიდან, რომელმაც გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა. ამ კანდიდატებიდან კიდევ ერთში, მალტაში, საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა ევროკავშირში შესვლის მომხრე პარტიამ: პრემიერ-მინისტრ ედი ფენეჩ ადამის ნაციონალისტურ პარტიას ერგო ხმების 51 პროცენტი. რეფერენდუმი ევროკავშირში შესვლის საკითხზე მალტაში 8 მარტს გაიმართა და მასში ამომრჩეველთა 54 პროცენტი მიემხრო გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG