Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროების შეჭრას სადამ ჰუსეინის


ამერიკელი სამხედროების შეჭრას სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

ამერიკელი სამხედროების შეჭრას სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია.
პოლკოვნიკ ლერი ბრაუნის განცხადებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ნაწილი თიქრითში იმყოფებიან. იუწყებიან აგრეთვე საბრძოლო თვითმფრინავების მიერ საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ. თიქრითი არის სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი და ერაყში სუნიტური უმცირესობის ცენტრი, რომლის წარმომადგენლები მმართველი რეჟიმის ბირთვს შეადგენდნენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა თიქრითისკენ წინსვლის დროს გადაარჩინეს 7 ამერიკელი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. შვიდივე, როგორც ჩანს, თავს კარგად გრძნობს, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის თქმით, მათგან ორი, ცნობების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ბაღდადში ვითარება ნორმალიზაციის გზას ადგას, თუმცა, ცნობებში ლაპარაკია ზოგიერთ უბანში ძარცვა-გლეჯის გაგრძელებაზე. ასობით ერაყელი პოლიციელი და სამოქალაქო პირი გამოეხმაურა ამერიკელების მოწოდებას, ქალაქში წესრიგის აღდგენაში მონაწილეობისაკენ.
XS
SM
MD
LG