Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენელთა დემონსტრაცია


ბაქოში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენელთა დემონსტრაცია, რომელზეც მოითხოვეს პირობების შექმნა შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.

ბაქოში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენელთა დემონსტრაცია, რომელზეც მოითხოვეს პირობების შექმნა შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.
სანქცირებული საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი იყო 12 ოპოზიციური დაჯგუფება. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დემონსტრაციაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ მთავრობისაგან მოითხოვეს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დასაცავად. მათვე მოითხოვეს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაუყოვნებლივ გადადგომა. ალიევს ნათქვამი აქვს, რომ ისევ წარადგენს თავის კანდიდატურას ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG