Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფში შეიარაღებულმა რადიკალურმა

ერაყის ქალაქ ნაჯაფში შეიარაღებულმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა გუშინ ალყა შემოარტყეს ერაყელი შიიტების სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი სისტანის სახლს და მას მისცეს 48-საათიანი ვადა ერაყიდან გასამგზავრებლად.

ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსი", რომლის ცნობით, აიათოლას თანაშემწემ თქვა, რომ შეიარაღებული პირები აიათოლაზე თავდასხმით დაიმუქრნენ, თუ ის არ შეასრულებს მათ მოთხოვნას. ამ თანაშემწის, ქუვეითში მყოფი აიათოლა აბულყასიმ დიბაჯის სიტყვებით, ნაჯაფში "ტერორი" სუფევს და შეიარაღებული პირები სხვა აიათოლების წასვლასაც მოითხოვენ. ნაჯაფი შიიტების წმინდა ქალაქია და იქ მრავალი სასულიერო ლიდერი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG