Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა თურქეთს მოუწოდა, დააჩქაროს


ევროპის კავშირმა თურქეთს მოუწოდა, დააჩქაროს ევროპის კავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური რეფორმები.

ევროპის კავშირმა თურქეთს მოუწოდა, დააჩქაროს ევროპის კავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური რეფორმები.
ევროკომისიის წევრი, გიუნტერ ფერჰოიგენი, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს კურირებს, დღეს ლუქსემბურგში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა გიულს. ევროპის კავშირმა ანკარას მოსთხოვა, თავისი კანონმდებლობა წლის ბოლომდე მოიყვანოს ორგანიზაციის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში. თურქეთმა უარი უნდა თქვას წამებაზე და სრული მოცულობით დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები. ევროპის კავშირმა დღეს თურქეთს ოფიციალურად წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში შესვლამდე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიას. კერძოდ, იგი ითვალისწინებს თურქეთისთვის დახმარების გაორმაგებას 2004-2006 წლებში.
XS
SM
MD
LG