Accessibility links

logo-print

როგორც იტყობინებიან, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა


როგორც იტყობინებიან, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დღეს ერაყის ქალაქ მოსულში.

როგორც იტყობინებიან, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დღეს ერაყის ქალაქ მოსულში.
სროლის გარემოებები ნათელი არ არის. ფრანს პრესის ცნობით, თვითმხილველები ამობობენ, რომ სროლა დაიწყო, როცა ქალაქის ახალდანიშნული გუბერნატორი სიტყვით გამოდიოდა. სამი მოწმის თქმით, ამერიკის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ბრბოს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ აგრესიას ავლენდა გუბერნატორის მაშაან ალ-ჯუბურის მიმართ, რომელიც პროამერიკული სიტყვით გამოდიოდა. მაგრამ როგორც შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენელი ამბობს, ცეცხლი შეკრებილებმა გახსენს და ამერიკელებმა ცეცხლით უპასუხეს. შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის ცნობით, დღეს ერაყში ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან სამხედრო მოქმდებებს. გენერალ ვინსენტ ბრუკსის თქმით, დღეს ხანძარი ჩააქრეს უკანასკნელ ცეცხლმოდებულ ჭაბურღილზე.
XS
SM
MD
LG