Accessibility links

logo-print

დღეს ერაყის პოლიტიკური და რელიგიური


დღეს ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, რომლებიც ქალაქ ურში შეიკრიბნენ, გამოვიდნენ მოწოდებით,

დღეს ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, რომლებიც ქალაქ ურში შეიკრიბნენ, გამოვიდნენ მოწოდებით,
ქვეყანაში შეიქმნას დემოკრატიული ფედერალური სისტემა. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ერაყის პოლიტიკური ლიდერი არ უნდა დაინიშნოს საზღვარგარეთიდან. მაგრამ დასკვნითი განცხადება შეიცავს მოწოდებას კოალიციის ძალებთან თანამშრომლობის თაობაზე. განცხადების თანახმად, ეს საჭიროა ქვეყანაში წესრიგის სწრაფად აღდგენისთვის. მეზობელ ქალაქ ნასირიაში გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია. მისი მონაწილეები პროტესტს აცხადებდნენ დროებითი ადმინისტრაციის შემოღების წინააღმდეგ, რომელმაც, გეგმის თანახმად, სულ ცოტა წელიწადნახევრის მანძილზე უნდა მართოს ქვეყანა.
XS
SM
MD
LG