Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თავის


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თავის ამერიკელ კოლეგას, ჯორჯ ბუშს, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ პარიზი მზად არის, ომისშემდგომ ერაყში "პრაგმატული როლი" შეასრულოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თავის ამერიკელ კოლეგას, ჯორჯ ბუშს, სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ პარიზი მზად არის, ომისშემდგომ ერაყში "პრაგმატული როლი" შეასრულოს.
შირაკმა ბუშს დაურეკა, რათა კმაყოფილება გამოეთქვა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისა და იმის გამო, რომ ომი ხანმოკლე გამოდგა. შირაკის თქმით, საფრანგეთი მზად არის, აშშ-ს დაეხმაროს ერაყის ახალი ადმინისტრაციის შექმნაში, ქვეყნის აღდგენასა და მისი ნავთობრესურსების ექსპლუატაციაში. 20-წუთიანი სატელეფონო საუბარი თეთრმა სახლმა დაახასიათა, როგორც "საქმიანი". ეს დიპლომატიური ტერმინი, როგორც წესი, უთანხმოების აღსანიშნავად გამოიყენება. ბუშის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერაყის ომის საკითხში შირაკის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, საფრანგეთი და შეერთებული შტატები მოკავშირეებად რჩებიან და საერთო ფასეულობებს იზიარებენ. გუშინვე, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის აეროპორტში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ერაყის აღმშენებლობის პროცესში გაეროს როლზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG