Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის იუსტიციის მინისტრის, რობერტო კასტელის


იტალიის იუსტიციის მინისტრის, რობერტო კასტელის განცხადებით, მის ქვეყანას განზრახული აქვს, მოითხოვოს "პალესტინის განთავისუფლების ფრონტის" ლიდერის აბუ აბასის ექსტრადიცია.

იტალიის იუსტიციის მინისტრის, რობერტო კასტელის განცხადებით, მის ქვეყანას განზრახული აქვს, მოითხოვოს "პალესტინის განთავისუფლების ფრონტის" ლიდერის აბუ აბასის ექსტრადიცია.
აბასი ორშაბათს საღამოს, ერაყში დააკავეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების საგანგებო შენაერთებმა. 1985 წელს აბუ აბასის თაოსნობით, ხმელთაშუა ზღვაში გაიტაცეს იტალიის კუთვნილი ხომალდი "აკილე ლაურო". ოთხმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა გემის მგზავრები და ეკიპაჟი, და ისრაელის მიერ 50 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა. ერთ-ერთი ამერიკელი მგზავრი, 69 წლის ინვალიდი ლეონ კლინგჰოფერი გამტაცებლებმა წყალში გადააგდეს. დღეს დილით პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა საებ ერექათმა აბასის გათავისუფლება მოითხოვა, აღნიშნა რა, რომ მისი დაკავება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით მოხდა. დღესვე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის მრჩეველმა განაცხადა, რომ აბასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა თვითმკვლელ ტერორისტთა მომზადებასა და დაფინანსებაში და, ამდენად, დაკარგული ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულებით მინიჭებული ყოველგვარი იმუნიტეტი.
XS
SM
MD
LG