Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი იმაში, რომ ეს ქვეყანა მალავს ინფორმაციას მწვავე რესპირატორული სინდრომით (ინგლისური აბრევიატურით SARS-ით) დაავადებულთა რაოდენობის შესახებ.

როგორც პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვოლფგანგ პრაიზერმა განაცხადა, ჩინეთი საიდუმლოდ ინახავს სამხედრო ჰოსპიტლების მონაცემებს. ოფიციალურად ჩინეთის ხელისუფლებამ 65 სასიკვდილო შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. მისივე მტკიცებით, დაავადებულთა რიცხვი 1300-ს არ აღემატება. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ამ დაავადებით 154 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ამ სენით მსოფლიოს 22 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული.
XS
SM
MD
LG