ხელისუფლების მზაობის მცირე ილუზიაც კი გაუქრა. საარჩევნო იმედგაცრუების მორიგი ეტაპი გამოდგა პრეზიდენტის ინიციატივად ცნობილი კანონპროექტის გამომზეურება და პარლამენტში განსახილველად წარდგენა. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ეს პროექტი ფორმალურად გულისხმობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული მოდელით დაკომპლექტებას, 9 კაცის შემადგენლობით. აქედან 7 კაცს პრეზიდენტი შეარჩევს, დანარჩენ ორს კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიების ხელმძღვანელები დანიშნავენ.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის სახელით შევიდა საქართველოს პარლამენტში, თეორიულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. თუმცა ცეესკო, წარმოდგენილი პროექტით, პროფესიულად მხოლოდ იმდენად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც იგი არაპარტიულია. თუმცა, მეორე მხრივ, დაკომპლექტების წესში პარტიული პრინციპის გარკვეული სახეცვლილება მაინც შეინიშნება, რადგან თავად პრეზიდენტი სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ლიდერია და კომისიის შემადგენლობასაც ერთპიროვნულად განსაზღვრავს. რა ნიშნით შეარჩევს პრეზიდენტი ცეესკოს წევრებს? პრეზიდენტის ოპონენტებისთვის, ისევე როგორც მომხრეებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ეს კითხვა, შესაძლოა, გულუბრყვილოდაც კი ჟღერდეს.
[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა]"თუ მე მეტყოდნენ, რომ პრეზიდენტს ვიღაცამ უნდა წარუდგინოს ეს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომ შეთანხმდნენ ამა თუ იმ კანდიდატზე და აქედან პრეზიდენტი ვიღაცას წარუდგენდა პარლამენტს, მე კიდევ ვიტყოდი, რომ რაღაც მარცვალი დევს ამაში პოზიტიური. მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი ერთპიროვნულად წარადგენს და თავისი პარტიით იქნება ერთ-ერთი მოთამაშე მომავალ არჩევნებში, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლება აპირებს ისევ ძველ მეთოდს, ნაცად ხერხს მიმართოს არჩევნების გაყალბებისა."[სტილი დაცულია]
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", რომელსაც ბატონი ნუგზარ კუპრეიშვილი წარმოადგენს, ერთ-ერთი იყო სამოქალაქო სექტორის იმ მრავალრიცხოვან ორგანიზაციათა შორის, რომლებიც, სკეპტიციზმის მიუხედავად, ხელისუფლებასთან კოდექსის ცვლილებებზე კონსულტაციებში მონაწილეობას დასთანხმდა. მათი მოსაზრებების იგნორირება იმთავითვე მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ისეთ საკითხებსა და რგოლებში, სადაც არჩევნების ბედი წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფორმალურად მაინც, ხელისუფლებისთვის უფრო ადვილი დასათმობი გამოდგა, ვიდრე საუბნო და საოლქო კომისიები, სადაც, პრეზიდენტის კანონპროექტით, დაკომპლექტების წესი უცვლელი დარჩა. გასაგები მიზეზების გამო, ქვედა რგოლის რეორგანიზაცია პრეზიდენტისა და, შესაბამისად, ხელისუფლების ინტერესებში არ აღმოჩნდა.
[ნანა კაკაბაძის ხმა] "ჩვენი მოთხოვნა იყო, პირიქით, რომ საუბნო და საოლქო მაინც ყოფილიყო ნაფიც მსაჯულების მსგავსად შერჩეული წევრებისაგან დაკომპლექტებული."
ნანა კაკაბაძე, ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" მიიჩნევს, რომ იმ ტიპის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც პრეზიდენტის ცვლილებების კანონპროექტი გვთავაზობს, შედარებით მოსათმენი იქნებოდა საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლის შემთხვევაში. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი გიგა ბოკერია კი ირონიულად შენიშნავს, რომ პრეზიდენტის კანონპროექტი იმით მაინცაა კარგი, რომ იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ერთპიროვნულად ქვეყნის პირველ პირს აკისრებს. ვინ როგორ გაურბის პასუხისმგებლობას, ეს სხვა საკითხია.