Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს მოუწოდა, გააუქმოს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს მოუწოდა, გააუქმოს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები,
რათა ომით გატანჯულ ქვეყანას საშუალება მიეცეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა აღადგინოს. ეს მოწოდება ბუშმა ქალაქ სენტ-ლუისში გამოთქვა, სადაც იგი საავიაციო ქარხნის მუშა-მოსამსახურეებს შეხვდა. ამ ქარხანაში მზადდება ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც შეერთებული შტატები ამჟამად ერაყში იყენებს. სანქციები კრძალავს ერაყის ნავთობის შესყიდვასა და ერაყთან ყოვველგვარი სახის ვაჭრობას. გამონაკლისია გაეროს მიერ შემუშავებული პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", რომლის ფარგლებში ერაყს უფლება ეძლევა, თავისი ნავთობის გარკვეული მოცულობა გაყიდოს და მიღებული ფულით სურსათი და მედიკამენტები შეიძინოს.
XS
SM
MD
LG