Accessibility links

logo-print

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ლიდერები აპირებენ


სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ლიდერები აპირებენ ბანკოკში შეკრებას SARS-თან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ლიდერები აპირებენ ბანკოკში შეკრებას SARS-თან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
ამ, გრიპის მსგავსი მძიმე დაავადების შედეგად მსოფლიოში 160-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ტაილანდის ჯანდაცვის მინისტრის, სუდარატ კეიურაფანის განცხადებით, 29 აპრილს გაიმართება სამიტი, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციაში, ანუ "აზეან"-ში გაწევრიანებული 10 სახელმწიფოს ლიდერები იმსჯელებენ SARS-ის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე. შეხვედრას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. განხილვის საგანი იქნება ასევე რეგიონში SARS-ის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე ზემოქმედების შემცირებისაკენ მიმართული ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG