Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს გამოძიება შარშან ჩეჩნეთში ბრძოლების


მიმდინარეობს გამოძიება შარშან ჩეჩნეთში ბრძოლების დროს ასობით ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან 300 რუსი ჯარისკაცის შესაძლო კავშირის დასადგენად.

მიმდინარეობს გამოძიება შარშან ჩეჩნეთში ბრძოლების დროს ასობით ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან 300 რუსი ჯარისკაცის შესაძლო კავშირის დასადგენად.
ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა ანატოლი პოპოვმა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ შარშან ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 500-მდე ადამიანი. პოპოვის თქმით, ეს ინფორმაცია აღებულია ოფიციალური ანგარიშიდან, რომელიც ჩეჩნეთის გენერალურმა პროკურორმა მოამზადა. რამდენიმე დღის წინ კი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, დღემდე აღირიცხება ჩეჩენი სამოქალაქო პირების დახოცვის, ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევები. "ჰიუმან რაითს უოჩის" ინფორმაციით, ჩეჩნეთის მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ შარშან ჩეჩნეთში 1100-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. პოპოვმა დღეს განაცხადა, რომ არაფერი იცის ასეთი დოკუმენტის შესახებ.
XS
SM
MD
LG