Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი


ათენში დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელზეც დაახლოებით 40 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ.

ათენში დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელზეც დაახლოებით 40 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ.
მათ შორის იყვნენ ევროკავშირის 15 წევრისა და გაწევრიანების 10 კანდიდატი სახელმწიფოს ლიდერები. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, დიდი როლი შეასრულოს ერაყის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეკონსტრუქციაში. მისივე განცხადებით, ერაყის რეკონსტრუქციაში წამყვანი როლი გაეროს უნდა დაეკისროს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა, რომლის ქვეყანა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის გადაწყვეტა, რა როლს შეასრულებს რეკონსტრუქციაში მონაწილე თითოეული მხარე. [სიმიტისის ხმა] "ერაყში გაეროს როლს დააზუსტებს მოლაპარაკებები, კონტექტები აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან. დიდი ბრიტანეთი აღიარებს ამ განცხადებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს." სიმიტისმა აღნიშნა ასევე, რომ ევროკავშირის გაფართოება არ გამოიწვევს ევროპის ახალ ბანაკებად დაყოფას - ის მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროპაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კი სამიტზე გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროკავშირის გაფართოება ხელს შეუწყობს გლობალურ პროგრესსა და სტაბილურობას. სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოვიდნენ ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG