Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე


სირია არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე განიარაღების ექსპერტების საქმიანობას.

სირია არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე განიარაღების ექსპერტების საქმიანობას.
ამის შესახებ განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარუკ ალ-შარამ ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ. აშშ სირიას ქიმიური იარაღის ფლობაში ადანაშაულებს. შარას განმარტებით, სირია მზად არის, ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ახლო აღმოსავლეთი "მასობრივი განადგურების იარაღისაგან თავისუფალი" რეგიონი გახდეს. სირიამ გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში მასობრივი განადგურების იარაღის აკრძალვას. ალ-შარამ ხუთშაბათს აღნიშნა ასევე, რომ სირიას გაახარებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ვიზიტი. [ალ-შარას ხმა] "თუ პაუელი დამასკოში ჩამოსვლას აპირებს, ამას მივესალმებით, ვინაიდან, ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია. ის სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, ისევე როგორც მშვიდობასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში". პაუელმა გუშინ თქვა, რომ აპირებს სირიაში ჩასვლას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შესახვედრად, მაგრამ მას ვიზიტის თარიღი არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG