Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ერაყში საკუთარი დაზვერვის


შეერთებული შტატები ერაყში საკუთარი დაზვერვის აგენტებს ბაღდადის მუზეუმებიდან და სხვა ადგილებიდან გატაცებული შეუფასებელი

შეერთებული შტატები ერაყში საკუთარი დაზვერვის აგენტებს ბაღდადის მუზეუმებიდან და სხვა ადგილებიდან გატაცებული შეუფასებელი
სიძველეების მოსაძიებლად გზავნის. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი აცხადებს, რომ მისი უწყება ინტერპოლთან თანამშრომლობით შეეცდება ღია, თუ შავ ბაზრებზე მიაკვლიოს ერაყის განძეულს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის კულტურულ ფასეულობათა საკითხებზე მრჩეველთა კომიტეტის სამი წევრი გადადგა პროტესტის ნიშნად - იმის გამო, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ბაღდადის ეროვნული მუზეუმის მაროდიორობისგან დაცვა. პარიზში გაეროს კონფერენციაზე დამსწრე ექპერტები აცხადებენ, რომ ერაყის განძეულის ზოგიერთი ექსპონატის გატაცებაში იმ ორგანიზებული ბანდების ხელი ურევია, რომლებიც საერთოდ დაკავებული არიან ხელოვნების უძველეს ნიმუშთა ტრეფიკინგით.
XS
SM
MD
LG