Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხაილ კასიანოვი


რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხაილ კასიანოვი მიესალმება რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტს რუსეთში. თუკი ეს ვიზიტი შედგება,

რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხაილ კასიანოვი მიესალმება რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტს რუსეთში. თუკი ეს ვიზიტი შედგება,
იოანე პავლე მეორე იქნება პირველი პაპი, რომელიცრუსეთს ეწვევა. პარასკევს რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრაზე კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეეცდება შეამსუბუქოს ის დაძაბულობა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის არსებობს. თავად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კი რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორესთან შეხვედრა ითხოვა. ვატიკანის ცნობით, რომის პაპი იმედოვნებს, რომ აგვისტოში მონღოლეთში ვიზიტამდე რუსეთს ეწვევა. იოანე პავლე მეორე აპირებს მეთექვსმეტე საუკუნის ღვთისმშობლის ხატი დაუბრუნოს რუსეთის ქალაქ ყაზანს. ჯერჯერობით უცნობია დამოკიდებულია, თუ არა პაპის ვიზიტის გეგმა რუსეთის პატრიარქის ნებართვაზე.
XS
SM
MD
LG