18 აპრილს ბაქოში სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგა აზერბაიჯანის სამი მოქალაქე, რომლებიც ჩეჩნეთში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან თანამშრომლობაში არიან
ეჭვმიტანილი. აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ქვეყნის სამი მოქალაქე მეზობელი საქართველოს ახმეტის რაიონში არსებულ მეომართა ბანაკში გაიწვრთნა. სამი აზერბაიჯანელი იანვარში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ბაქოს გადასცეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში აზერბაიჯანის სამ მოქალაქეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.