Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სამაგიეროს


ბელორუსიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სამაგიეროს გადახდაში ადანაშაულებს. ოფიციალური მინსკი თვლის, რომ გაეროს რეზოლუცია, რომელიც გმობს ბელორუსიის ხელისუფლების

ბელორუსიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სამაგიეროს გადახდაში ადანაშაულებს. ოფიციალური მინსკი თვლის, რომ გაეროს რეზოლუცია, რომელიც გმობს ბელორუსიის ხელისუფლების
მოღვაწეობას ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამო, ვაშინგტონის ძლიერი ზეწოლის შედეგია. ბელორუსიის ხელისუფლება თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ის "დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის" წარმოების გამო დასაჯა. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს "სურს ზეწოლა მოახდინოს ქვეყანაზე, რომელშიც მან ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციების ხორცშესხმა".
XS
SM
MD
LG