Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, კიევის ცენტრში, 2 ათასზე


დღეს, კიევის ცენტრში, 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო მსვლელობაში,

დღეს, კიევის ცენტრში, 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო მსვლელობაში,
რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის დროს რადიაციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. დემონსტრანტებმა უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ეს უკანასკნელი სრულ გულგრილობას იჩენს იმ ადამიანებისადმი, ვინც რადიაქტიური დასხივება მიიღო. კატასტროფა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ავარიის შედეგად ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, ან ხეიბარი გახდა. საბჭოთა მთავრობა კარგა ხანს სდუმდა ამ კატასტროფის მასშტაბების შესახებ.
XS
SM
MD
LG