Accessibility links

logo-print

ირანში, შაბათს, ციხეში დააბრუნეს რეფორმისტი


ირანში, შაბათს, ციხეში დააბრუნეს რეფორმისტი მწერალი ჰაშემ აღაჯარი,

ირანში, შაბათს, ციხეში დააბრუნეს რეფორმისტი მწერალი ჰაშემ აღაჯარი,
რომელსაც ადრე, ჯერ გამოუტანეს, ხოლო შემდეგ გაუუქმეს სასიკვდილო განაჩენი. აღაჯარი ორი კვირით გამოუშვეს ციხიდან თავდებით მას შემდეგ, რაც 162 ათასი დოლარის საწინდარი გადაიხადა. ახლა, როცა მის საქმეზე ახალი სასამართლო პროცესი იწყება, ჰაშემ აღაჯარი ისევ დააპატიმრეს. ისლამის შეურაცყოფის ბრალდებით მას გასულ ნოემბერს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაჩენის გადასინჯვა ბრძანა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სტუდენტთა მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო და ორი თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა. უზენაესმა სასამართლომ თებერვალში გააუქმა აღაჯარის სასიკვდილო განაჩენი. ახლა საქმე ისევ იმ სასამართლომ უნდა განიხილოს, რომელმაც რეფორმისტ მწერალს, ნოემბერში, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
XS
SM
MD
LG