Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ჩაიყვანეს ამერიკის ჯარის დამატებითი


ბაღდადში ჩაიყვანეს ამერიკის ჯარის დამატებითი შენაერთები, რომლებიც წესრიგის დამყარებასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შეკეთებას შეუდგებიან.

ბაღდადში ჩაიყვანეს ამერიკის ჯარის დამატებითი შენაერთები, რომლებიც წესრიგის დამყარებასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შეკეთებას შეუდგებიან.
უკვე ათი დღეა ერაყის დედაქალაქს არ მიეწოდება დენი. აღმოსავლეთი ერაყის ქალაქ კუტში იქ განთავსებული აშშ-ის საზღვაო ფეხოსნთა ქვედანაყოფების სარდალმა, გენერალმა რიჩ ნატონსკიმ, შაბათს ადგილობრივი უხუცესები შეკრიბა თათბირზე და მოუწოდა - ხელისუფლების ახალი ორგანოების შექმნამდე სამხედროებთან ითანამშრომლონ. თანამშრომლობის მოწინააღმდეგეებმა დემონსტრაცია მოაწყეს ქალაქის ქუჩებში. ქატარში, ამერიკის ჯარის სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყის პოლიციამ შაბათს ბაღდადში დააპატიმრა ერაყის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჰიქმეთ ალ-აზავი და ამერიკელ სამხედროებს გადასცა. ამასობაში, ახლო აღმოსავლეთის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერ-რიადში გამართულ თათბირზე აშშ-სა და ბრიტანეთს მოუწოდეს - რაც შეიძლება მალე გაიყვანონ თავიანთი ჯარები ერაყიდან.
XS
SM
MD
LG