Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს, ქურთმა მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ასამდე


შაბათს, ქურთმა მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ასამდე ერაყელი სამხედრო ტყვე,

შაბათს, ქურთმა მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ასამდე ერაყელი სამხედრო ტყვე,
რომლებიც აშქოთვანის ბანაკში ჰყავდათ დაკავებული ჩრდილოეთ ერაყში. როგორც ბანაკის კომენდანტმა აცნობა კორესპონდენტებს, ერაყელი ტყვეების გათავისუფლება ქურთისტანის დემოკრატიული პარტიისლიდერმა მასუდ ბარზანიმ ბრძანა. გათავისუფლებულმა თქვეს, რომ ბანაკში მათ კარგად ეპყრობოდნენ. ადრე, კოალიციის ძალებმა 900-დე ერაყელი ტყვე გაათავისუფლეს. კიდევ 7 ათასამდე სხვა კვლავაც ტყვეობაშია, ვიდრე არ გაირკვევა - ხომ არ ჩაიდინეს ამ ადამიანებმა სამხედრო დანაშაული.
XS
SM
MD
LG