Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა


რომში წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა იოანე პავლე მეორემ სააღდგომო წირვაზე ადამიანებს მშვიდობისათვის, სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისთვის დაუღალავი შრომისკენ მოუწოდა. კვირასვე ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ

რომში წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა იოანე პავლე მეორემ სააღდგომო წირვაზე ადამიანებს მშვიდობისათვის, სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისთვის დაუღალავი შრომისკენ მოუწოდა. კვირასვე ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ
მოსულში მდებარე წმინდა პავლეს ეკლესიაში 700-მდე ადამიანი სააღდგომო წირვაზე შეიკრიბა. ბევრი მათგანი გამოთქვამდა რწმენას, რომ ომი ერაყში დამთავრდა. 20 აპრილს ერაყის ქალაქ ქარბალაში ასობით ათასმა შიიტმა მოიყარა თავი მუსულმანური დღესასწაულის წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინის მარტვილობის დღის აღსანიშნავად. შიიტთა ერთ-ერთი ლიდერი აიათოლა მუჰამედ ბაქირ ჰაკიმი მოუწოდებს შეკრებილებს, რომ რელიგიურთან ერთად პოლიტიკური მისიაც შეასრულონ და პროტესტი გამოხატონ ერაყში შეერთებული შტატების გავლენის მიმართ.
XS
SM
MD
LG