Accessibility links

21 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ


21 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ბაქოს სამხედრო ლიცეუმის საიუბილეო ცერემონიაზე 2000 კაციანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას სამჯერ გახდა ცუდად. ალიევის

21 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ბაქოს სამხედრო ლიცეუმის საიუბილეო ცერემონიაზე 2000 კაციანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას სამჯერ გახდა ცუდად. ალიევის
გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ტელემაყურებელმა იხილა როგორ იტაცა მან გულზე ხელი და ტკივილის გამო დაიჩივლა. მაუწყებლობა მაშინვე შეწყდა. ალიევი სასწრაფოდ გაიყვანეს. 15 წუთში მან შეძლო გამოსვლის განახლება, მაგრამ ისევ განიცადა კოლაფსი და იატაკზე დაეცა. ტელემაუწყებლობა ხელმეორედ შეწყდა. ამის შემდეგ ალიევმა მაინც შეძლო გამოსვლის დასრულება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება, რომ ჰეიდარ ალიევის კოლაფსის მიზეზი წნევის უცაბედი დაცემა იყო და რომ ახლა ის თავს კარგად გრძნობს. ჰეიდარ ალიევს 10 მაისს 80 წელი უსრულდება. 1987 წელს მან ინფარქტი, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გულზე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.
XS
SM
MD
LG