Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ ჩერნობილის ატომური სადგურის


უკრაინის მთავრობამ ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის შესახებ არსებული ათასობით აქამდე საიდუმლოდ დაცული დოკუმენტი გამოაქვეყნა. უკრაინის დაზვერვის სამსახური

უკრაინის მთავრობამ ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის შესახებ არსებული ათასობით აქამდე საიდუმლოდ დაცული დოკუმენტი გამოაქვეყნა. უკრაინის დაზვერვის სამსახური
აპრილის ბოლომდე დოკუმენტებს სახელმწიფო არქივს გადასცემს. ზოგიერთი დოკუმენტის თანახმად, 1986 წელს ინჟინრებს შეუმოწმებიათ ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური და დაუდგენიათ, რომ მისი ფუნქციონირება ძალიან დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. სხვა დოკუმენტებში კი აღნიშნულია, რომ სადგურის მშენებლობისას ძალიან ბევრი დარღვევა იყო დაშვებული და ამას გარდა გამოყენებული იყო დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალა. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად 5000 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის მთავრობის გათვლით ამ მოვლენის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა 5 მილიონამდე უკრაინელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG