Accessibility links

logo-print

პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს


პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფათს

პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფათს
და პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს მორიგდნენ ახალი კაბინეტის შექმნის თაობაზე. ცნობის თანახმად, არაფათი არ იზიარებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუჰამად დაჰლანის კანდიდატურას, რადგან ამ პოსტის საკუთარი კონტროლის ქვეშ დატოვება სურს. დაჰლანი ღაზის სექტორის უშიშროების ხელმძღვანელია. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის გადამწყვეტია შეიარაღებული პალესტინელების გაკონტროლების საქმეში. აბასმა ხვალამდე უნდა დაასახელოს ახალი კაბინეტი, ან გადადგეს. თუკი კაბინეტის შექმნა გადაიდო, გადაიდება ასევე პალესტნელთა და ისრაელების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმის იმ გეგმის გამოქვეყნება და განხორციელება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ წამოაყენა.
XS
SM
MD
LG