Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა დღეს ერაყის მიმართ მოქმედი


საფრანგეთმა დღეს ერაყის მიმართ მოქმედი არასამხედრო ბუნების სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა და განიარაღების რეჟიმის მოწესრიგების წინადადება გამოთქვა.

საფრანგეთმა დღეს ერაყის მიმართ მოქმედი არასამხედრო ბუნების სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა და განიარაღების რეჟიმის მოწესრიგების წინადადება გამოთქვა.
საფრანგეთის წარმომადენელმა ჟან მარკ საბლიემ თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომ ერაყის ახალი ვითარების პრაქტიკული და პრაგმატული დანახვაა საჭირო. მის თანახმად, საჭიროა ამერიკული მხარისა და განიარაღების გაეროელი ინსპექტორების საქმიანობის კოორდინირება და კომბინირება. ეს წინადადება საფრანგეთის წარმომადგენლის მიერ მხოლოდ სიტყვიერად იქნა წამოყენებული.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ ვაშინგტონი საფრანგეთთან სანქციების თაობაზე იმუშავებს, მისივე თქმით, ერაყში კოალიციის ძალებმა იკისრეს განირაღების სამუშაო და არ არის გათვალისწინებული გაეროს ინსპექტორების როლი.
გაეროს განიარაღების ინსპექტორთა მეთაურმა ჰანს ბლიქსმა დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენა თავისი მზადყოფნის შესახებ განაგრძოს მუშაობა ერაყში. ბლიქსმა თქვა, რომ მისი მანდატი ერაყის განარაღებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია.

XS
SM
MD
LG