Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა გაიმეორა დღეს, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევა გაეროს ინსპექტორების საქმეა

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანამა გაიმეორა დღეს, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევა გაეროს ინსპექტორების საქმეა
და რომ მათ შეუძლიათ და არა შეერთებულ შტატებს იმის დამტკიცება, რომ ერაყს არ აქვს ამგვარი იარაღი. ანამა თქვა, ამასთან, რომ უშიშროების საბჭოს შეუძლია გადასინჯოს რეზოლუციები ისე, რომ მათში ერაყის ამჟამინდელი ვითარება აირეკლოს. ანანის გამონათქვამი მოჰყვა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის ჯონ ნეგროპონტეს გუშინდელ განცხადებას, რომ ერაყის განიარაღება კოალიციის ჯარმა იკისრა და რომ ის არ ითვალისწინებს გაეროს ინსპექტორების როლს ახლო მომავალში. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა კრის პატენმა მოწოდება გამოთქვა, რომ გაეროს უნდა ჰქონდეს წამყვანი როლი განირაღების და ერაყის აღდგენის საქმეშიც.
XS
SM
MD
LG