Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ომის შემდგომი ადმინისტრაციის ამერიკელი


ერაყში ომის შემდგომი ადმინისტრაციის ამერიკელი ხელმძღვანელის ვარაუდით, ბაღდადში მთავრობის მუშაობა მომავალი კვირის მიწურულს განახლდება.

ერაყში ომის შემდგომი ადმინისტრაციის ამერიკელი ხელმძღვანელის ვარაუდით, ბაღდადში მთავრობის მუშაობა მომავალი კვირის მიწურულს განახლდება.
ამის შესახებ ჯეი გარნერმა ხუთშაბათს ბაღდადში ერაყელ მოღვაწეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გარნერმა აღნიშნა, რომ ჰყავს კოორდინატორი თითოეული სამინისტროსათვის და რომ ყველა სამინისტროს უზრუნველჰყოფს სათანადო სამუშაო ადგილით. ბაღდადის შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ის, თუ როგორ ურჩევნია ბაღდადის მოსახლეობას ახალი მუნიციპალური მთავრობის არჩევა, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობით წარმოქმნილი სახელისუფლო ვაკუუმის შესავსებად. [ჯეი გარნერის ხმა] "აქამდე მხოლოდ ის არის შესაძლებელი, რომ ხალხი შეიკრიბოს და გვითხრას, რა სურს. ეს პროცესი კარგად არის გამოკვეთილი სამხრეთში. ხოლო მომავალ კვირაში აქ ვიწყებთ სამთავრობო პროცესს, რომელიც ხალხს შეკრებისა და ამის (აზრის გამოთქმის საშუალებას) მისცემს". ასევე ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყელი ინჟინრები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ბაღდადის ნაწილი ისევ დარჩება დენის გარეშე, თუ ინჟინრებს არ ექნებათ სათადარიგო ნაწილები ომში დაზიანებული ტრანსფორმატორებისა და ელქტროგადამცემი ხაზების შესაკეთებლად. კიდევ ერთ საფრთხეს, ერაყში ეკოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა გაეროს მიერ გავრცელებული ცნობა. პეკა ჰაავისტომ, რომელიც გაეროს ეკოლოგიური პროგრამის მიერ ჩატარებული გამოკვლევის ხელმძღვანელია, აღნიშნა, რომ აუცილებელია ერაყში ვითარების სასწრაფოდ შესწავლა და შეფასება.
XS
SM
MD
LG