Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განცხადებით, ერაყი გარემოს დაცვის


გაეროს განცხადებით, ერაყი გარემოს დაცვის მხრივ მძიმე პრობლემების წინაშე დგას.

გაეროს განცხადებით, ერაყი გარემოს დაცვის მხრივ მძიმე პრობლემების წინაშე დგას.
პეკა ჰაავისტომ, რომელიც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ საჭიროა ერაყში მდგომარეობის სასწრაფოდ შეფასება და დასუფთავების გეგმის შემუშავება. ჰაავისტოს საანგარიშო მოხსენებაში პრიორიტეტულ ამოცანებად არის დასახელებული წყლით მომარაგებისა და სანიტარული სისტემის აღდგენა. ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ უნდა შემოწმდეს ადგილები, სადაც აფეთქდა გაღარიბებული ურანის შემცველი ამერიკული ჭურვები, ხოლო ერაყელებს უნდა მიეცეს რჩევა, როგორ აიცილონ თავიდან გაღარიბებული ურანის ზემოქმედება.
XS
SM
MD
LG