Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დამთავრებულად გამოაცხადა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დამთავრებულად გამოაცხადა მოლაპარაკებები თავისი ქვეყნის, ჩრდილოეთი კორეისა და ჩინეთის მონაწილეობით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დამთავრებულად გამოაცხადა მოლაპარაკებები თავისი ქვეყნის, ჩრდილოეთი კორეისა და ჩინეთის მონაწილეობით
და ფხენიანი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს არ დააშინებს "აგრესიული განცხადებები ან მუქარა". მოლაპარაკებებზე პეკინში ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამებზე იმსჯელეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ვაშინგტონში აშშ-ის აზია-წყნარი ოკეანის საბჭოში აღნიშნა, სამივე მხარემ შეხვედრებზე მტკიცედ ჩამოყალიბებული მოსაზრებები გამოთქვა.ხუთშაბათს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ვაშინგტონი ფხენიანისადმი "მტრულ პოლიტიკაში" დაადანაშაულა. მოლაპარაკება პეკინში ოთხშაბათს დაიწყო და დღეს ისე დამთავრდა, რომ მის ამერიკელ მონაწილეს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელის კომენტარი არ გაუკეთებია.ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მორიგი მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG