Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო მიემხრო ერაყში


გაეროს უშიშროების საბჭო მიემხრო ერაყში "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამაზე გაეროს კონტროლის 3 ივნისამდე გაგრძელებას,

გაეროს უშიშროების საბჭო მიემხრო ერაყში "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამაზე გაეროს კონტროლის 3 ივნისამდე გაგრძელებას,
რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებას. უშიშროების საბჭომ გასულ თვეში შეიტანა ცვლილებები ამ პროგრამაში, როცა ის გაეროს გენერალურ მდივანს დაუქვემდებარა. ხუთშაბათს უშიშროების საბჭოში ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაზე კოფი ანანის კონტროლი 12 მაისიდან 3 ივნისამდე გააგრძელეს. უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს ასევე, რომ დაიწყებენ დისკუსიას პროგრამის მომავალთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. ამასობაში, გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ნეგროპონტემ გაიმეორა თავისი ქვეყნის მოწოდება, გაუქმდეს ერაყის წინააღმდეგ მიმართული ყველა სანქცია, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობასთან დაკავშირებით. ნეგროპონტეს თქმით: [ნეგროპონტეს ხმა] "ვფიქრობთ, სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა გაუქმდეს. ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი იმ საკითხებიდან, რომელზეც უშიშროების საბჭოში ვიმსჯელებთ "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" პროგრამის ამ ეტაპის დამთავრებამდე". ასევე ნეგროპონტეს თქმით, ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ჯერ არ დამთავრებულა მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა მიენიჭოს გაეროს ომის შემდგომ ერაყში.
XS
SM
MD
LG