Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კოალიციის


საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კოალიციის სამხედროებმა სირიის საზღვართან დააკავეს ფარუდ ჰიჯაზი - ტუნისში ერაყის ყოფილი ელჩი.

საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კოალიციის სამხედროებმა სირიის საზღვართან დააკავეს ფარუდ ჰიჯაზი - ტუნისში ერაყის ყოფილი ელჩი.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰიჯაზი სადამ ჰუსეინის სადაზვერვო სამსახურის საზღვარგარეთის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ეს პიროვნება არ იმყოფებოდა ძებნილ ერაყელთა ნუსხაში. ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ფარუდ ჰიჯაზი ხუთი წლის წინ ყანდაარში ოსამა ბინ ლადენს შეხვდა. ჰიჯაზის დაკავება ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, განსხვავებით ტარეყ აზიზის აყვანისგან, რომელიც პარასკევს დილით ჩაბარდა ამერიკელებს. ამერიკელი სამხედროების თანახმად, კოალიციის წარმომადგენლები ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერის ტარეყ აზიზის დაკითხვას აწარმოებენ, რომ მისგან სადამ ჰუსეინის ასავალ-დასავალი გაიგონ.
XS
SM
MD
LG