Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ დაიწყო ერაყში


გაეროს ლტოლვილთა უწყებამ დაიწყო ერაყში ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნების გეგმის შედგენა. გაეროს ტლოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი რონ რედმონდი აცხადებს, რომ

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ დაიწყო ერაყში ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნების გეგმის შედგენა. გაეროს ტლოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი რონ რედმონდი აცხადებს, რომ
რამდენიმე ათლწეულის მანძილზე ლტოლვილობის შემდეგ ნახევარ მილიონამდე ერაყელი შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. გაეროს შეფასებით, დღეს 165 ათასი ერაყელი ლტოლვილი ცხოვრობს ირანსა და ერაყის მეზობელ სხვა ქვეყნებში. 240 ათასი ერაყელი ლტოლვილი იორდანიასა და სირიაში იმყოფება. დასავლეთში მყოფი ერაყელი ლტოლვილების რაოდენობა, გაეროს თანახმად, 35 ათასს აღწევს. უკანასკნელი ომის დროს ერაყიდან ლტოლვილთა ნაკადის მასშტაბი არ შეესაბამებოდა იმ მოლოდინს, რომელიც გაეროს ჰქონდა, ის მოსალოდნელზე ბევრად მცირე იყო.
XS
SM
MD
LG